воскресенье, 28 апреля 2013 г.

გაკვეთილის გეგმა კავსასიის რეგიონი მსოფლიოს ნაწილია

გაკვეთილის თემა კავკასის რეგიონი მსოფლიოს ნაწილია მასწავლებლის სახელი გვარი მზია ლომიძე სწავლების საფეხური /კლასი საბაზო/VIII მოსწავლეთა რაოდენობა 22 მოსწავლე გაკვეთილის მიზნები და შედეგები მოსწავლეებმა აჩვენონ რუკაზე ევროპა-აზიას შორის საზღვარი .გაანალიზონ ევროპა აზიას შორის საზღვრის გატარების ალტერნარიული ვარიანტები და დაასაბუთონ მათთვის მისაღები ვარიანტის მართებულობა .განსაზღვრონ რეგიონის გამყოფის თავისებურებები დაგანმარტონ ეს ინფორმაცია ასოციაციური რუკის სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები მოსწავლე გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით შეისწავლის ტერიტორიის მდებარეობას *მოსწავლე იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს და აანალიზებს ევროპა-აზიას შორის საზღვრის გატარების პრობლემურობას მოსწავლე ახასიათებს კავკასიას მსოფლიო რეგიონების გამოყოფის პრინციპზე დაყრდნობით .*იყენებს რუკას და განსაზღვრავს ფიზიკურ-გეოგრაფიული ნიშნითრეგიონების გამოყოფის თავისებურებას. მოსწავლე აანალიზებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს(ფოტოები გრაფიკები ცხრილები დიაგრამები) ადგენს მარტივ რუკებს წინასწარი ცოდნა გავახსენებ მოსწავლეებს რა ახსოვთ VII კლასში ნასწავლი მასალა კონტინენტების ევროპისა და აზიას შორის საზღვარზე. შეფასების საგანი და პროცედურები შეფასება ხდება დაკვირვებით ,კომფონენტ -ჩართულობაში .მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოახდინონ ერთმანეთის შეფასება-გამსაზღვრელია.მასწავლებელი ახდენს შეფასებას შესაბამისი კომენტარებით-განმავითარებელია.

კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ნაწილია.პრეზენტაცია.

суббота, 27 апреля 2013 г.

პროექტი- ნარკომანია ავადმყოფობაა თუ დანაშაული?


პროექტის სახელწოდება:  ნარკომანია ავადმყოფობაა თუ დანაშაული?                                                               
პროექტის მთავარი იდეა:  ნარკომანიასთან ბრძოლის საშუალებები ,როგორ დავეხმაროთ ადამიანებს რომ თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება.
პროექტის აქტუალობა: ნარკომანია საუკუნეების დაავადებაა .ადამიანი ნებით თუ უნებლიეთ თვითონ იავადებს თავს და ხდება წამალდამოკიდებული,რომელიც ანადგურებს მის ორგანიზმს და კლავს კიდეც.
პროექტის მიზნები: მოსწავლეს შეუძლია საგანგებო ვითარებაში სხეულის დაზიანებისას შესაბამისი გადაუდებელი ექიმამდელი დახმარების წესების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:აღწერს ადამიანის დაზიანების ძირითად სახეებს კონკრეტული საგანგებო სიტუასიების შესაბამისად.
მოსწავლეთა ასაკი : XII კლასი
ვადა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეხმარონ ნარკომანებს თავი დააღწიონ ამ სენს, დროულად მიაკითხონ ექიმს და ჩაიტარონ გამოკვლევები.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:პროექტორი,მარკერი,ფოტმატი,კლიპი ნარკომანიაზე, ინტერნეტი, პროექტორი, ჯგუფური  გაზეთი  „ძირს ნარკომანია“საქართველოს კანონი საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ.
პროექტის მსვლელობა: აქტივობა1აქტივობის დრო 30 წუთი . გაკვეთილი სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ტარდება,მოსწავლეები განაწილდნენ 3 ჯგუფად ,მასწავლებელს მათ განაწილებაში მონაწილეობა არ მიუღია მხოლოდ თემები გაუნაწილა 1 ჯგუფს დაევალა ემსჯელათ ნარკომანია დანაშაული არის თუ ავადმყოფობა და გააკეთონ დასკვნები .2 ჯგუფს დაევალა დაეხმარონ ნარკომანებს და აღმოუჩინონ დახმარება.3 ჯგუფმა იმუშაოს კლიპზე  ნარკომანიის წინააგმდეგ და წარმოადგინოს ერთგვარი ინსენირება რა მომაკვნინებელია ნარკომანია. სამივე ჯგუფიდან გამოიყოს თითო თითო მოსწავლე და სკოლის IX,X,XI კლასის მოსწავლეებში აწარმოონ გამოკითხვა ნარკომანია დანაშაულია თუ ავადმყოფობა.
აქტივობის2  მიზანი: რელიგიის როლი საზოგადოებრივ ცხობრებაში.დრო 5 წუთი. მორიტორინგზე გამოტანილი გვაქვს ინტერნეტიდან ამოღებული „მოძღვრის შეგონებანი“მოსწავლეები კითხულობენ მას  და 3 ჯგუფიდან თითოეული მოსწავლე აკთებს კომენტარს.
აქტივობა 3.დრო 5წუთი       მასწავლებელს წინასწარ  ფორმატზე გაკეთებული აქვს ასოციაციური კავშირების რუკა იგი მოსწავლეებს უსვამს ამ თემის გარშემო აქტუალურ კითხვებს მოსწავლეები პასუხობენ.მასწავლებელი წერს მათ პასუხებს მარკერით.აქტივობა 4.დრო5წუთი    შეეფასება:პროექტი უნდა შფასდეს იმ კრიტერიუმებით ,რომელსაც წინასწარ განსაღვრავს.                                                                                                                    
შფასების სქემა:
 ჩანს პრობლემების ანალიზი ,მიზანი მართებულია პრობლემის მოსაგვარებლად,რესურსების ჩამონათვალი შეესაბამება საქმიანობებს,შეფასება ხდება თვისობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებით. 1,2,3,      1 აღნიშნავს-ცუდს.2 აღნიშნავს-ბუნდოვანს.3 არის კარგი.  
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ლომიძე.